პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში 2-დღიანი გლოვაა გამოცხადებული - კრაკოვში მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები

კრაკოვში მომხდარი თავდასხმის გამო პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა; 6 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში მოკლული ოჯახის წევრები იპოვეს, თავად თავდამსხმელი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

6 დაღუპული და 15 დაჭრილი - პოლონეთში 2-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ქალაქ კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე, სადაც თავდამსხმელმა უმისამართო ცეცხლი გახსნა, მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ ტაძრებშიც.

პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. თავდასხმიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მისი მოკლული მშობლების, დის ცხედრები და 11 ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

პოლიციამ თავდამსხმელი ორმხრივი სროლისას დაჭრა და დააკავა - ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს დილით კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თავდამსხმელს ულტრამემარჯვენე იდეოლოგია და რადიკალური, ულტრანაციონალისტური შეხედულებები ჰქონდა. ადგილობრივი ხელისუფლება კი, გამოძიებას მოუწოდებს, მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გაავრცელოს.

ორი დღეა პოლონეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმარს იღებს, მათ შორის საქართველოდან. კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

ქალაქ კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე ცეცხლი 24 წლის მამაკაცმა 7 ნოემბერს, შუადღისას გახსნა. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი მოედანზე ავტომობილით შეიჭრა და მოქალაქეების მიმართულებით სროლა დაიწყო, შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 2 ტურისტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსისხლიანი თავდასხმა კრაკოვში და გლოვა პოლონეთში - საქართველო პოლონელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები