პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: შავ ზღვაში გახშირებული თავდასხმების ფონზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთსა და რუმინეთში ჩავა

ნატო

შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთსა და ბულგარეთში ჩავა. თავდასხმებს ორი მეზღვაური ემსხვერპლა, 25 კი დაკარგულად ითვლება; რუმინეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და მას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ესკალაციად აფასებს.

POLITICO: შავ ზღვაში გახშირებული თავდასხმების ფონზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთსა და რუმინეთში ჩავა
იმედინიუსი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას ბულგარეთსა და რუმინეთში ჩავა. ვიზიტი შავ ზღვაში გემებზე დრონების თავდასხმებს უკავშირდება, რამაც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, - იუწყება POLITICO.

ევროკომისიის სამი წარმომადგენლის ინფორმაციით, რომლებიც ვიზიტის გეგმებს იცნობენ, ფონ დერ ლაიენი ორივე ქვეყანას თურქეთში კლიმატის საკითხებზე COP-ის სამიტზე გამგზავრებამდე ეწვევა.

„ეს ახლა მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო საზღვაო მარშრუტია“, - განაცხადა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმებზე საუბრისას ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეს შავ ზღვაში შვიდ კომერციულ გემს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმების შედეგად ორი მეზღვაური დაიღუპა, 25 კი დაკარგულად არის მიჩნეული. რუმინეთი თავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებს.

რუმინეთის განცხადებით, თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიის ესკალაციის ნაწილია. ბულგარეთი კი რუსეთს პასუხისმგებლობას ოფიციალურად არ აკისრებს და მხოლოდ აღნიშნავს, რომ დრონები „აღმოსავლეთის მხრიდან“ მოემართებოდნენ.

უცნობია, ფონ დერ ლაიენთან ერთად თუ ჩავლენ რუმინეთსა და ბულგარეთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი.

ორშაბათს ბუქარესტში ფონ დერ ლაიენი რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანსა და პრემიერ-მინისტრ ლუკა ნიკულესკუს შეხვდება. სამშაბათს კი ვარნაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევთან შეხვედრას გამართავს და ნიკოლა ვაპცაროვის საზღვაო აკადემიას ეწვევა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოშავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ბულგარეთსა და რუმინეთში ვიზიტს გეგმავს - Politico
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან ესკალაციით - ეს უგუნური თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები