პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან ესკალაციით - ეს უგუნური თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში სამოქალაქო გემზე იერიში საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს. რუმინეთის სანაპიროსთან დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რასაც სულ მცირე ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან ესკალაციით - ეს უგუნური თავდასხმები საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს
ინტერპრესნიუსი

ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაციით, რუმინეთის სანაპიროსთან სამოქალაქო გემს, რომლის ეკიპაჟიც უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან შედგებოდა, დარტყმა მიაყენეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხდებით, ეს „უგუნური თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს”.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაღუპული და დაკარგული მეზღვაურების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა.

„მადლობას ვუხდი სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მათ მოსაძებნად დაუღალავად მუშაობენ”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რასაც სულ მცირე ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „ხორივმა“ (Khoryv), რომლის ეკიპაჟიც 13 უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეზღვაურისგან შედგებოდა, რუმინეთის პორტ კონსტანცადან 13 საზღვაო მილის დაშორებით დახმარების სიგნალი გაგზავნა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუმინეთი, დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ჩაძირვაში რუსეთს ადანაშაულებს - შემთხვევის შედეგად 1 მეზღვაური დაიღუპა, 3 კი დაკარგულად ითვლება - Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები