შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ბულგარეთსა და რუმინეთში ვიზიტს გეგმავს - Politico
შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთსა და რუმინეთში ვიზიტს გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეში შავ ზღვაში 7 კომერციული გემი დაზიანდა, რაშიც რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს.

შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთსა და რუმინეთში ვიზიტს გეგმავს.
მედიის ცნობით, გემებზე განხორციელებული თავდასხმები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების კუთხით შეშფოთებას იწვევს.
გამოცემა POLITICO ევროკომისიის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ორივე ქვეყანაში ჩასვლას თურქეთში კლიმატის ცვლილების შესახებ COP-ის სამიტზე დასწრებამდე გეგმავს.
"ეს ახლა მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო საზღვაო მარშრუტია", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში, შავ ზღვაში დრონების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი კომერციული გემი დაზიანდა. ინციდენტებს ორი მეზღვაური ემსხვერპლა, სულ მცირე 25 კი დაკარგულად ითვლება.
მედიის ინფორმაციით, რუმინეთი თავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ინციდენტებმა უკრაინაში მიმდინარე ომი სახიფათოდ მიუახლოვა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიას.
ციტატები სტატიიდან
„ეს ახლა მსოფლიოში ყველაზე სასიკვდილო საზღვაო მარშრუტია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…