პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 940 დრონი, 1 580-ზე მეტი ბომბი და 44 რაკეტა გამოიყენა. იგი მოკავშირეებს მოუწოდებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება დაუყოვნებლივ უზრუნველყონ და გადაწყვეტილებების შესრულებას წლები არ დასჭირდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს
ინტერპრესნიუსი

რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 940 დრონი, 1 580-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტა, მათ შორის 36 ბალისტიკური რაკეტა, გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დარტყმების ინტენსივობა უკიდურესად მაღალია და რუსები ცდილობენ, ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალებების დეფიციტი მაქსიმალურად გამოიყენონ.

ზელენსკის განცხადებით, წუხელ რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ოთხ რეგიონში: დნიპროში, ვინიცაში, ჟიტომირსა და ხმელნიცკიში. მათი სამიზნე იყო ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის, ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

“ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ, Patriot-ის ტიპის რაკეტების საჭიროებასთან დაკავშირებით. მიმდინარე თვეში აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუმცა, ამ დახმარების მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს. რუსეთი სწორედ ახლა ანადგურებს ინფრასტრუქტურას და ხოცავს ჩვენს ხალხს; ამ ზამთარს კი ის, ძირითადად, ბალისტიკურ რაკეტებზე ამყარებს იმედებს. შესაბამისად, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის ცის დაცვას უჭერს მხარს”, - წერს ზელენსკი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ამერიკელ, ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ, Patriot-ის ტიპის რაკეტების საჭიროებასთან დაკავშირებით. მიმდინარე თვეში აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუმცა, ამ დახმარების მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდეს. რუსეთი სწორედ ახლა ანადგურებს ინფრასტრუქტურას და ხოცავს ჩვენს ხალხს; ამ ზამთარს კი ის, ძირითადად, ბალისტიკურ რაკეტებზე ამყარებს იმედებს. შესაბამისად, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის ცის დაცვას უჭერს მხარს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება დააჩქაროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები