პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ალექსანდრე ხაზარაძე

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს პორტფელმა 1.365 მილიარდ დოლარს, ხოლო ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს — 8.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ალექსანდრე ხაზარაძე
BM.GE

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხაზარაძე განმარტავს, რომ ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები სულ უფრო აქტიურად ზრდიან ოქროს მარაგებს.

საქმე ისაა, რომ 2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6 პროცენტია. ოქროს პორტფელი ივნისსა და ოქტომბერში განხორციელებული შესყიდვების შედეგად გაიზარდა.

როგორც ალექსანდრე ხაზარაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია არა მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ, არამედ სავალუტო ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის შესყიდვებმაც.

„2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების შედეგად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ჯამურად, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შევისყიდეთ. ამ პროცესის პარალელურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენამ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა“, - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.

მისივე განმარტებით, მონეტარული ოქრო წარმოადგენს ინფლაციისგან დაცვის საშუალებას, შესაბამისად ოქრო ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო აქტივი გახდა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სინგაპურის ცენტრალური ბანკები, ოქროს მარაგების ზრდას აქტიურად განაგრძობენ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს განახორციელა. სებ-ში აცხადებენ, რომ სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.

ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2 პროცენტით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
  3. BM.GEოპოზიციურისებ-მა წელს $500 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
  4. BM.GEოპოზიციურისებ-მა ოქტომბერში $400 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
  5. BM.GEოპოზიციურისაქართველოს სავალუტო რეზერვები ოქტომბერში $83 მილიონით, $8.24 მილიარდამდე გაიზარდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია-ალექსანდრე ხაზარაძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების შედეგად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ჯამურად, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შევისყიდეთ. ამ პროცესის პარალელურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენამ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა“
ალექსანდრე ხაზარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისია: ეროვნული ბანკი განაგრძობს ფინანსური სექტორის მდგრადობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს უწყობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და მარეგულირებელ სტანდარტებთან დაახლოებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები