პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდ დოლარს მიაღწია და მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6% შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
იმედინიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.

ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
  2. BM.GEოპოზიციურისებ-მა წელს $500 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
  3. BM.GEოპოზიციურისებ-მა ოქტომბერში $400 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
  4. BM.GEოპოზიციურისაქართველოს სავალუტო რეზერვები ოქტომბერში $83 მილიონით, $8.24 მილიარდამდე გაიზარდა
  5. BM.GEოპოზიციურიოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ალექსანდრე ხაზარაძე
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია-ალექსანდრე ხაზარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისია: ეროვნული ბანკი განაგრძობს ფინანსური სექტორის მდგრადობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს უწყობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და მარეგულირებელ სტანდარტებთან დაახლოებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები