პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკი

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც მონეტარული ოქროს წილი 16.6%-ია.

ნათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია
რუსთავი 2

"2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა შექმნა. 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა.

ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.

შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.

ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნათია თურნავა - თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ჩვენ თანაბრად მზად ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა და როცა გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ შემსუბუქებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები