საქართველოს სავალუტო რეზერვები ოქტომბერში $83 მილიონით, $8.24 მილიარდამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები $82.6 მილიონით, $8.24 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, სებ-მა $400 მილიონის ღირებულების მონეტარული ოქრო შეისყიდა, რის შედეგადაც ოქროს მარაგმა 10.9 ტონას მიაღწია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში რეზერვების ჯამური მოცულობა 82.6 მილიონი დოლარით, 8.24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 2.64 მილიარდ დოლარს, ანუ 47%-ს შეადგენს.
ამასთან, როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს კიდევ ერთი პარტია შეისყიდა რის შედეგადაც ოქროს რეზერვების მოცულობამ 1.36 მილიარდ დოლარს მიაღწია, შედეგად მონეტარული ოქროს მოცულობა 250,000 უნციიდან 350,000 უნციამდე, ანუ 10.9 ტონამდე გაიზარდა. გასულ თვეში განხორციელებული ოქროს შესყიდვის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.
"ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.
გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება", - ნათქვამია სებ-ის გარვცელებულ ინფორამციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
სებ-მა წელს $500 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
სებ-მა ოქტომბერში $400 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ალექსანდრე ხაზარაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია-ალექსანდრე ხაზარაძე
ციტატები სტატიიდან
„ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…