საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია-ალექსანდრე ხაზარაძე
ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ინტერვენციებით 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდეს, საიდანაც 500 მილიონი დოლარი მონეტარულ ოქროზე მიმართეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. 2026 წელს სებ-მა დამატებით 500 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა.
შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16,6 პროცენტი შეადგინა. ისტორიულ ნიშნულზეა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ჯამური მოცულობაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული ოქროს შეძენამ სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის დამატებითი შესაძლებლობები გააჩინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე აცხადებს, რომ დივერსიფიკაციის ოქრო ძალიან კარგი საშუალებაა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წელსვე, ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების მეშვეობით შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა, რამაც მოგვცა საშუალება, კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია განგვეხორციელებინა ჩვენი საერთაშორისო რეზერვების.
მინდა მოგახსენოთ, რომ 3 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის შესყიდვა მოხდა ინტერვენციების მეშვეობით, საიდანაც 500 მილიონი აშშ დოლარის მონეტარული ოქროს შესყიდვა განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა ჩვენს რეზერვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ოქრო ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, როგორც საერთაშორისო რეზერვების აქტივების ტიპი. მრავალი ცენტრალური ბანკი, როგორიცაა პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის და კიდევ სხვა ცენტრალური ბანკები, აქტიურად ავსებენ ოქროს მარაგებს. ის წარმოადგენს როგორც ინფლაციის ხერხს, ასევე ძალიან კარგი დივერსიფიკაციის საშუალებას," - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
სებ-მა წელს $500 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
სებ-მა ოქტომბერში $400 მილიონის ოქრო შეიძინა - ოქროს რეზერვების მოცულობა 11 ტონას აღწევს
საქართველოს სავალუტო რეზერვები ოქტომბერში $83 მილიონით, $8.24 მილიარდამდე გაიზარდა
ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ალექსანდრე ხაზარაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…