[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 51 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ლუკა დონჩიჩმა 51 ქულა დააგროვა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს პორტლენდთან 124:118 გამარჯვებაში დაეხმარა. ამ მოგებით ჯეი ჯეი რედიკის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადავიდა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" 124:118 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიელები მეორე მეოთხედში 35:51-ს მარცხდებოდნენ, ლუკა დონჩიჩის გენიალური თამაშის წყალობით მატჩის შემოტრიალება მოახერხეს.
სლოვენიელმა კალათბურთელმა 38 წუთში 51 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილმა 20 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. სანდრომ მეტოქის კალათში 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
"ლეიკერსი" ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ რვა მოგებითა და ორი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებენ. ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 9 ნოემბერს "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…