[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ტორონტო რაპტორსი 131:125 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა 45 ქულით, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 24 წუთში 11 ქულა დააგროვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ტორონტო რაპტორსი" 131:125 დაამარცხა.
"ანგელოზები" მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და თითქოს დიდი ანგარიშითაც უნდა გაემარჯვათ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "ლეიკერსის" სათადარიგოთა სკამის მოთამაშეების არადამაჯერებელ თამაშს, "რაპტორსის" გაქცევა მოჰყვა, რის გამოც ჯეი ჯეი რედიკმა ძირითად ხუთეულს კვლავ მოედანზე უხმო.
სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა, სლოვენიელმა უკანახაზელმა 45 ქულა მიითვალა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 5 გამარჯვებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს, კალიფორნიელები მორიგ შეხვედრას ხვალ, 3 ნოემბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…