პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საპროცესოზე დაზარალებულების თანხმობა არსებობს" - რატომ შეცვალეს ჩვენებები გორში პოლიციელების მიერ ნაცემმა ახალგაზრდებმა

ტვ პირველისაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

გორში პოლიციელების მიერ ნაცემმა პირებმა ბრალდებულებთან პრეტენზიები მოხსნეს და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდნენ, რის საფუძველზეც დაკავებულმა ექვსივე პოლიციელმა შესაძლოა ციხე ვადაზე ადრე დატოვოს. ადვოკატები დაზარალებულებზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფენ.

27 მაისს გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს დაკავებულებთან პრეტენზიები აღარ აქვთ - "პირველების" ინფორმაციით, ამას სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლები ბოლოს მიცემულ ჩვენებებში წერენ.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თავდაპირველ ჩვენებაში არც ლოცულაშვილი და არც აბისულაშვილი მსგავსს არაფერს ამბობდნენ.

რა შეიცვალა და ხომ არ მოხდა ზეწოლა დაზარალებულებზე - ეს კითხვა "პირველებმა" დაკავებული პოლიციელების ადვოკატებს დაუსვა.

ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ ლოცულაშვილსა და აბისულაშვილზე ზეგავლენა არავის მოუხდენია.

ეს არის მათი გადაწყვეტილება, მთავარი არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ან მიღების დროს მასზე რაიმე ზეგავლენა არ მომხდარა. პოზიცია რასაც ბრძანებთ იყო არა პირველ ჩვენებაში, არამედ მომდევნო ბოლო ჩვენებაში. მათი პოზიცია იქ იყო დაფიქსირებული, თავდაპირველ ჩვენებაში პოზიიცია საერთოდ არ იყო დაფიქსირებული, არც დადებითი და არც უარყოფითი", - ამბობს ნოდარ ცინცაძე.

შესაძლო ზეწოლის შესახებ კითხვა "პირველებმა დაუსვა პაპუნა ლოცულაშვილის ძმასაც - გიგლა ლოცულაშვილმა თქვა, რომ ოჯახს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და არც ჩემს ძმას სურს. მაგ ინფორმაციასთან მე არ მაქვს არანაირი ინფრომაცია, ამიტომ ვერ დაგიდასტურებთ", - აცხადებს პაპუნა ლოცულაშვილის ძმა.

დაზარალებულების ახალი ჩვენებების საფუძველზე შესაძლოა, ექვსივე პოლიციელმა ციხე ვადაზე ადრე დატოვოს - "პირველებს" ბრალდებულ გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართული აქვთ.

როგორც უფლებადამცველი ზურა მინდიაშვილი ამბობს, საპროცესოზე დაზარალებულების თანხმობა არსებობს და ის გადაცემულია როგორც გამოძიებისთვის, ისე სასამართლოსთვისაც.

დიახ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის. დიახ ჩემი დასაცავი პირის მოთხოვნით მოხდა ეს. კი შეღავათებს ითხოვს. საპროცესო შეთანხმება ათასნაირი შეიძლება იყოს- შეღავათი, გარკვეული ნაწილი საპატიმრო ღონისძიება, ნაწილი პირობითით შეიცვალოს.

დაზარალებულების თანხმობა არის და გადაცემულია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვისაც. დაზარალებულები პრეტენზიას არ აცხადებენ. რატომ გადაიფიქრეს დაზარალებულებმა, მაგაზე მე პასუხი როგორ გაგცეთ. (კითხვა - ერთ-ერთი დაზარალებულის მიმართ სამართლებრივი დევნაც კი იყო დაწყებული, თუმცა მოგვიანებით შეწყდა, ამან განაპირობა დაზარალებულსი მხრიდან პრეტენზიის არქონა?) არა, მაგას ვერ გეტყვით, მაგაში მე გარკვეული არ ვარ, მაგრამ ეს შეთანხმება გაცილებით ადრე მოხდა"- აცხადებს ადვოკატი ზურა მინდიაშვილი.

რა მოხდა გორში?

27 მაისს პოლიციამ გორში 30 წლამდე კაცზე, პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.

პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი - ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე დააკავეს;

პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავადაც ბრალდებულის სტატუსს ატარებს - კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პოზიციას, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიგორში მოქალაქეების ცემისთვის დაკავებული პოლიციელები საპროცესოს ითხოვენ
  2. TV პირველიოპოზიციურიგორში ნაცემი ახალგაზრდების საქმე - "დაზარალებულმა პოლიციელებზე თქვა, პრეტენზია არ მაქვს, თუ გინდათ გაუშვითო"
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურატურა ადასტურებს, "პირველების" ინფორმაციას, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძე საპროცესო გარიგების შუამდგომლობით მიმართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები