პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორში მოქალაქეების ცემისთვის დაკავებული პოლიციელები საპროცესოს ითხოვენ

საქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

გორში მოქალაქეების ცემის ბრალდებით დაკავებული ექვსი პოლიციელი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა პროკურატურას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გორში მოქალაქეების ცემისთვის დაკავებული პოლიციელები საპროცესოს ითხოვენ
TV პირველი

გორში პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.

საუბარია 27 მაისს გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე.

განსასჯელის სკამზე 6 პოლიციელი ზის: ვლადიმერ გოდერძიშვილი; ვანიკო მისირელი;

გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი; ალექსი ბადალოვი; ბესო მალაციძე; საბა წაველიძე.

„საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პოზიცია, გადაწყვეტილება არ არის ჩამოყალიბებული. განცხადებით მოგვმართა ექვსივე ბრალდებულის ადვოკატმა და ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა.

გუშინ, 4 ნოემბერს რადიო თავისუფლება გორში ამ საქმის სასამართლო სხდომას დაესწრო - საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა, მხარეები მოწმეებს ჰკითხავენ.

რა მოხდა გორში?

27 მაისს პოლიციამ გორში 30 წლამდე კაცზე, პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.

პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი - ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე დააკავეს;

პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თავადაც ბრალდებულის სტატუსს ატარებს - კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი - ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პოზიციას, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა: „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პოზიცია, გადაწყვეტილება არ არის ჩამოყალიბებული. განცხადებით მოგვმართა ექვსივე ბრალდებულის ადვოკატმა და ითხოვენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ გვაქვს“
„გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“
ლევან იოსელიანი
„აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო ლმობიერი იქნება მათ მიმართ, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და იტყვის, რომ საკუთარ ქვეყანას, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით, ასეთ ზიანს აღარასოდეს მიაყენებს - შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საპროცესო შეთანხმებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები