პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი - თუ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რასაც რუსეთი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით ითხოვს, ხაფანგებში გავებმებით: ყურადღებას გადავიტანთ ფაქტიდან, რომ ცეცხლი არ შეწყვეტილა და დავიწყებთ მათი მოთხოვნების მოსმენას

კაია კალასის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში ევროპის ჩართულობა აუცილებელია, თუმცა უსაფრთხოების მოთხოვნებზე მსჯელობა ხაფანგია მანამ, სანამ ცეცხლი არ შეწყდება.

კაია კალასი - თუ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რასაც რუსეთი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით ითხოვს, ხაფანგებში გავებმებით: ყურადღებას გადავიტანთ ფაქტიდან, რომ ცეცხლი არ შეწყვეტილა და დავიწყებთ მათი მოთხოვნების მოსმენას
ინტერპრესნიუსი

ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ აღიარა საბოლოოდ ჯარედ კუშნერმა ის, რაზეც მე ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ ვსაუბრობდი: რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი შეთანხმების განსახორციელებლად ევროპელების ჩართულობაც აუცილებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა დუბლინში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ და მოლაპარაკებების შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ.

„იმედი მაქვს, რომ მხოლოდ მაგიდასთან კი არ ვისხდებით, არამედ რეალურ გავლენასაც მოვახდენთ მოლაპარაკებების შედეგზე. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ შეთანხმების თანმიმდევრობა: ჯერ - ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ - სამშვიდობო შეთანხმება და მხოლოდ ამის შემდეგ - ნებისმიერი სხვა სახის მოლაპარაკებები”, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს, ევროპამაც მტკიცედ დაიცვას საკუთარი მაქსიმალისტური პოზიციები და მოლაპარაკებები სწორედ ამ წერტილიდან დაიწყოს.

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

„ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის მსჯელობა მხოლოდ ყურადღებას გადაიტანს იმ ფაქტიდან, რომ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება - რათა დავინახოთ, აქვს თუ არა რუსეთს მშვიდობის მიღწევის რაიმე გზა. სწორედ ცეცხლის შეწყვეტაა პირველ რიგში საჭირო. თუ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რასაც რუსეთი ითხოვს უსაფრთხოების არქიტექტურის კუთხით, ჩვენ, ფაქტობრივად, იმ ხაფანგებში გავებმებით, რომლებსაც რუსეთი გვიგებს; კერძოდ, ყურადღებას გადავიტანთ იმ ფაქტიდან, რომ ცეცხლი არ შეწყვეტილა, და დავიწყებთ მათი მოთხოვნების მოსმენას. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც რეალურად ხდება. გვყავს ერთი აგრესორი და ერთი მსხვერპლი; თანაც, აგრესორს არანაირი საფუძვლიანი შიში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ გააჩნია. მას არავინ დასხმია თავს - პირიქით, თავად დაესხა თავს სხვებს. მეგობრებო, მთავარ საკითხზე შევინარჩუნოთ ფოკუსი!“, - აღნიშნა კალასმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი - რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების სურვილს ვერ ვხედავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები