პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა – დეტალები

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და გეოპოლიტიკა განიხილეს; საელჩოს ცნობით, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა – დეტალები
ალია

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას, შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და „ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე“ ისაუბრეს:

„ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს“.

„ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.

შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომ.

მასში ნათქვამია, რომ “ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გამართული შეხვედრისთვის”.

საელჩოს თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ისრაელის საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება.

შეხვედრას ასევე დაესწრო ლევან ქარუმიძე – „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, რომელიც აგვისტოში გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი იშვიათად მართავს შეხვედრებს უცხოელ დიპლომატებთან და ოფიციალურ პირებთან.

თუმცა, 2025 წლის მაისში ივანიშვილმა უარი თქვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თხოვნით მოითხოვა, რათა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი გადაეცა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

14 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 7ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობობიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობო„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  5. BM.GEოპოზიციურიბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
  6. POSTVსამთავრობო„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  7. TV პირველიოპოზიციურიბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ოფისში მივიდა და ისრაელის ელჩს შეხვდა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
  9. ფორმულაოპოზიციურიბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  10. ბათუმელებიოპოზიციურიივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
  11. ალიაოპოზიციურიბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
  12. TV პირველიოპოზიციურიისრაელის საელჩო ივანიშვილისა და ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
  13. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
  14. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბატონი ბიძინა არ ჩნდებოდა, რატომ არ ჩნდებაო, ახლა გამოჩნდა და რატომ გამოჩნდაო- "ოცნების" წევრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები