ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ოფისში ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არც ისრაელის საელჩოს და არც თავად ელჩს არ გამოუქვეყნებიათ.

„ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და „ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე“ ისაუბრეს:
„ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.
პრესსამსახურის ცნობით:
ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არც ისრაელის საელჩოს და არც თავად ელჩს გამოუქვეყნებიათ.
ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი იშვიათად მართავს შეხვედრებს, მათ შორის ოფიციალურ პირებთან და უცხო ქვეყნების ელჩებთან.
2025 წლის მაისში ივანიშვილმა უარი თქვა საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თხოვნით მოითხოვა, რათა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი გადაეცა. ივანიშვილმა უარი მის მიმართ განხორციელებული, როგორც თავად უწოდებდა, „პირადი შანტაჟით“ ახსნა.
2026 წლის 6 აპრილს ივანიშვილმა თბილისში, ბიზნესცენტრში მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
მანამდე, 2025 წლის 19 სექტემბერს, ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიაბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ოფისში მივიდა და ისრაელის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ისრაელის საელჩო ივანიშვილისა და ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა – დეტალები
ციტატები სტატიიდან
„ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…