პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატომ შეხვდა ივანიშვილი ისრაელის ელჩს? – შაიშმელაშვილი

თავისუფლების მოედანიქართული ოცნება

გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ისრაელის ელჩთან ირანთან ურთიერთობის გაყინვაზე მიანიშნებს და ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა ირანთან დაახლოებით ქვეყნისთვის შექმნილი პრობლემა.

რატომ შეხვდა ივანიშვილი ისრაელის ელჩს? – შაიშმელაშვილი
ალია

“თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ისრაელის ელჩთან შეხვედრა შესაძლოა, ირანთან ურთიერთობის გაყინვას მიანიშნებდეს.

ჩვენ მართლები ვიყავით, თქვენ – ქართული მედია, სხვა ქართველი ექსპერტები, ვინც ლაპარაკობდნენ, რომ ირანთან დაახლოება ქვეყანას აკარგვინებდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ისრაელის სახით. ასეთი ხაზგასმით ამ შემთხვევაში არაფორმალური, ნომერ პირველი ლიდერის შეხვედრა ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილმა ფაქტიურად აღიარა ეს შეცდომა და ეს პრობლემა, რომელიც ქვეყანას მან თავად შეუქმნა და ამის გასაჯაროებით უბრალოდ დაგვანახა ის, რომ თითქოს ეს საკითხი ამოწურულია.

ირანი მე მგონია ეკონომიკურზე უფრო მეტად იყო ანტიდასავლურობის კარტის გასათამაშებლად ინსტრუმენტი. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ვითარებაში ეს კარტი გაჭრილად შეიძლება მივიჩნიოთ.

ჩვენ სწრაფადვე შევუერთდით ირანული ავიაკომპანიის დაწესებულ ამერიკულ სანქციებს, ახლა უკვე ეს შეხვედრა ისრაელის ელჩთან ასეთი ხაზგასმით კეთილგანწყობილი და ეს ხაზგასმა ჩანს იმაში, რომ ივანიშვილი, რომელიც თავს არ იწუხებს – შეხვდა მათ, მიანიშნებს იმაზე, რომ მინიმუმ ირანთან ურთიერთობების გაყინვას და უკან დახევასაც შეიძლება ველოდოთ”, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც “პირველების” ინფორმაციით თბილისშია.

როგორც “ოცნება” იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიივანიშვილის შეხვედრა ისრაელის ელჩთან შესაძლოა, ირანთან ურთიერთობის გაყინვას მიანიშნებდეს - შაიშმელაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ოფისში მივიდა და ისრაელის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები