ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ოფისში მივიდა და ისრაელის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. პარტიის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს "ქართული ოცნება" ავრცელებს.
ინფორმაციით თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიაბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
ისრაელის საელჩო ივანიშვილისა და ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი ვალიდ აბუ ჰაია მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამართული შეხვედრისთვის
ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა – დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…