ვალერი ჩეჩელაშვილი ივანიშვილის და ისრაელის ელჩის შეხვედრის 2 სავარაუდო მიზეზს ასახელებს
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ისრაელის ელჩთან ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და შესაძლოა უკავშირდებოდეს ბიზნესპროექტების ლობირებას ან „ქართული ოცნების“ მხრიდან საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციის არხების გამონახვის მცდელობას.

პარტია “ჯერ საქართველოს“ წევრი, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ისრაელის ელჩთან ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და განსაკუთრებულ გარემოებებთანაა დაკავშირებული.
ჩეჩელაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეხვედრის მონაწილეთა კომპოზიციიდან გამომდინარე, იყოს უბრალოდ რაღაც ბიზნესპროექტების ლობირების მცდელობა, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, იყოს მცდელობები, საერთაშორისო საზოგადოებასთან „ქართულმა ოცნების“ მხრიდან კომუნიკაციის არხების გამოსანახად.
ეს არ არიც ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც “ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უცხო ქვეყნის ელჩს, ამიტომ, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებული. ახლა ამ შეხვედრის მონაწილეთა კომპოზიციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაც ბიზნესპროექტების ლობირების მცდელობა, ან და უფრო გლობალურ კონტექსტში შეიძლება იყოს მცდელობები, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან „ქართულმა ოცნებამ“ გამონახოს კომუნიკაციის არხები, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი არის, ჯერ ერთი ტრადიციულად მეგობრული ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. თუ ეს არის მეორე მიზეზი, ამას დავინახავათ ჩვენ ახლო მომავალში, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინას შეხვედრა სხვა ელჩებთან ასევე იქნება ორგანიზებული, - აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…