პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არანაირი კონფლიქტი არ გვქონია... მანქანა გააჩერა, ავტომატი გადმოიღო და სროლა დაგვიწყო" - კახეთში მოკლულების ძმა ელმან უსუფოვი "კურიერთან" მომხდარის დეტალებს იხსენებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში სამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ორი ადგილზე დაიღუპა, გადარჩენილი ელმან უსუფოვი კი აცხადებს, რომ თავდამსხმელთან მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ.

კახეთში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მესამემ კი თავის გადარჩენა მოახერხა. მან მომხდარის დეტალებზე "კურიერთან" ისაუბრა.

ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. შემთხვევა მოკლულების სახლთან იმ დროს მოხდა, როცა ისინი ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობის მოტივად წარსულში დაწყებული კონფლიქტი სახელდება.

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, 30 წელია ერთად ვატარებდით დროს, მეზობლებმა ქორწილში დაგვპატიჟეს. სამი ძმა ვართ, ერთად წავედით, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, ავტომატი გადმოიღო და სროლა დაგვიწყო. ჩემი ერთი ძმა გაიქცა, მეორე ადგილზევე დარჩა, მეც მესროდა, თუმცა მე მანქანიდან გადმოსვლა მოვასწარი და დავვარდი", - მოკლულების ძმა ელმან უსუფოვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვება
  2. TV პირველიოპოზიციურიძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა დეტალებს ჰყვება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, 30 წელია ერთად ვატარებდით დროს, მეზობლებმა ქორწილში დაგვპატიჟეს. სამი ძმა ვართ, ერთად წავედით, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, ავტომატი გადმოიღო და სროლა დაგვიწყო. ჩემი ერთი ძმა გაიქცა, მეორე ადგილზევე დარჩა, მეც მესროდა, თუმცა მე მანქანიდან გადმოსვლა მოვასწარი და დავვარდი“
ელმან უსუფოვი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოში 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები