ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა | რეზერვების მოცულობა $8.17 მილიარდს აღწევს

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში სავალუტო ბაზარზე 248.5 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რის შედეგადაც ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 8.17 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლის იანვარ-სექტემბერში სებ-ის ჯამურმა წმინდა შესყიდვებმა 3,370.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა | რეზერვების მოცულობა $8.17 მილიარდს აღწევს
სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა | რეზერვების მოცულობა $8.17 მილიარდს აღწევსBM.GE

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი სექტემბრის მდგომარეობით 8.17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. "სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის", - აღნიშნავენ სებ-ში.

კერძოდ, სექტემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 248.5 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3,370.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი

თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი

მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი

ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი

აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი

სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობო2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 248.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეტაპობრივად იზრდება იუანის წილი ჩვენს რეზერვებში " - თურნავა და ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები