დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მას, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნანა სანდერს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიანანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა - პირველი კომენტარი
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…