რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა; მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება ედებოდა.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა. სანდერს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა (სსსკ 225-ე მუხლი) და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებაში (სსსკ 317-ე მუხლი) ედებოდა, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
„დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“,- განაცხადა ნანა სანდერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიანანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა - პირველი კომენტარი
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…