ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დატოვა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.
შეთანხმების თანახმად, სანდერს სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 24 ივნისს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიანანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა - პირველი კომენტარი
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…