4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა და განაცხადა, რომ მისი „13-თვიანი წამება დასრულდა“.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ნანა სანდერმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, „13 - თვიანი წამება დასრულდა“.
„დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“,- განაცხადა ნანა სანდერმა.
შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს, ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიანანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა - პირველი კომენტარი
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ, ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
ციტატები სტატიიდან
„13 - თვიანი წამება დასრულდა“
„დასრულდა 13 - თვიანი წამება, პირდაპირი გაგებით, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გარეთ ვარ, მაგრამ გულისწყვეტა არის იმ კუთხით, რომ ციხეში, როგორც სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები არიან, ამათ გარდა არის ასევე ძალიან ბევრი უდანაშაულო პატიმარი, ათასობით ადამიანი არის პატიმარი, რომელთაც არასამართლიანად აქვთ მისჯილი. მაგალითად, 30 000 - ლარიანი ვალის გამო 4 წელს რომ მიუსჯი 2 შვილის დედას. გავსებულია ციხეები ბავშვებით, მოზრდილებით, ზრდასრულებით და ასაკოვანი ხალხით, 75 წლის ადამიანი გავიცანი უმძიმესი მდგომარეობით. მოკლედ, როგორც ქალთა, ისე კაცთა ციხეში ყველგან ადამიანის უფლებები ირღვევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…