პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს, - განაცხადა მისმა ადვოკატმა. პროკურორის თქმით, სანდერმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა და მოინანია.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს 2 კვირის ვადაში დატოვებს
იმედინიუსი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ნანა სანდერის ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის ინფორმაციით, საპროცესო გარიგების გათვალისწინებით, ნანა სანდერმა საპატიმრო 2 კვირის ვადაში უნდა დატოვოს.

„მოგვივიდა პირობა, რომ 1 წელს და 1 თვეში ნანა სანდერი დატოვებდა საპატიმრო დაწესებულებას, რაც გულისხმობს იმას, რომ 2 კვირის ვადაში ნანა სანდერმა უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლოში მოხდება განხილვა“, - განაცხადა ადვოკატმა.

„ნანა სანდერმა დღევანდელ პროცესზეც დაადასტურა, რომ აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შესაბამისად, მხარეებმა მივაღწიეთ საპროცესო შეთანხმებას, რაც წარმოდგენილი იქნება სასამართლო პროცესზე“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურინანა სანდერმა პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე მიმართა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"4 ოქტომბერის საქმეზე" მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა საპროცესო შეთანმებისთვის პროკურატურას მიმართა
  3. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ნანა სანდერი ბრალს აღიარებს, თავს დამნაშავედ ცნობს და პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართავს
  4. ფორმულაოპოზიციურინანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს როგორც საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ასევე არსებითად მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით" - 4 ოქტომბრის საქმის პროკურორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები