პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეხვედრა ისრაელის ელჩთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იციან რატომ იჯდა ივანიშვილის გვერდით ლევან ქარუმიძე და არა კობახიძე

ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრაზე ირაკლი კობახიძის ნაცვლად ლევან ქარუმიძის ყოფნის მიზეზი „ოცნების“ დეპუტატებმა არ იციან. გიორგი გაბუნიას თქმით, მისთვის უცნობია, რა ფუნქციით ესწრებოდა ქარუმიძე შეხვედრას, თუმცა ივანიშვილის შეხვედრაში გასაკრიტიკებელს ვერაფერს ხედავს.

შეხვედრა ისრაელის ელჩთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იციან რატომ იჯდა ივანიშვილის გვერდით ლევან ქარუმიძე და არა კობახიძე
TV პირველი

შეხვედრა ისრაელის ელჩთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იცინ რატომ და რა ფუნქციით იჯდა გორგასლის ცენტრალურ ოფისში შემდგარი შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე ლევან ქარუმიძე და არა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.

ივანიშვილის გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ შეხვედრის საკითხებზე ინფორმაცია არ აქვთ.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ახლა პირველად გავიგე ინფორმაცია, შეხვედრას წინ თავისთავად არაფერი არ უდგას, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს, მე არ მაქვს ინფორმაცია. თავისთავად ფაქტი, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ისრაელის ელჩს, ამაში ვერაფერს გასაკრიტიკებელს ვერ ვხედავ.

რა ფუნქციით იჯდა (ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე) არ ვიცი, ვერ გეტყვით". - ამბობს გიორგი გაბუნია

"თქვენ რატომ წევთ ამ ტემას, საინტერესოა, რატომ აკეთებთ ამ სიუჟეტს", - ამბობს ნინო წილოსანი.

თავდაპირველად შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციით თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.

როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ რატომ წევთ ამ ტემას, საინტერესოა, რატომ აკეთებთ ამ სიუჟეტს“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" ოფისში მივიდა და ისრაელის ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები