"ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს როგორც საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ასევე არსებითად მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით" - 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა და ის საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს, ხოლო კიდევ ორ ბრალდებულთან შეთანხმება ხვალ გაფორმდება.
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე დაკავებულ კიდევ 3 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. დანაშაული აღიარეს და მოინანიეს ნანა სანდერმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ. სანდერთან საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა. ის საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს, ჭავჭანიძესა და ვარდოსანიძესთან კი საპროცესო შეთანხმება ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე გაფორმდება.
"დღეს განვიხილეთ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი, მივიღეთ ის პირობები, რომელიც შემოგვთავაზა ბრალდების მხარემ, რაც გულისხმობს წელიწადი და ერთი თვე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას და ორ წელ პირობითს. ჩვენ დაგვიმტკიცდა აღნიშნული საპროცესო შეთანხმება და ნანა სანდერი პენიტენციურ დაწესებულებას პარასკევ დღეს უკვე დატოვებს", - აცხადებს ნანა სანდერის ადვოკატი, გოგა ბოგვერაძე.
ადვოკატის, ნინო ლომიძის განმარტებით, ზურაბ ჭავჭანიძე პროკურატურის შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებს დათანხმდა.
"პროკურატურას მივმართეთ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით, შესაბამისად, შევთანხმდით აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაბამისი პირობებით იქნა დღეს წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბატონი ზურა [ზურაბ ჭავჭანიძე] თანახმაა, აღნიშნული პირობებით გაფორმდეს და სასამართლო ხვალ 12:00 საათზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი, ნინო ლომიძე.
პროკურორი ლაშა ცქვიტარია აცხადებს, რომ ნანა სანდერთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, დამატებითი 2 წელი კი პირობითად განესაზღვრა.
"დღეს სახელმწიფო ბრალდებასა და ნანა სანდერს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას განესაზღვრა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით", - აცხადებს პროკურორი, ლაშა ცქვიტარია.
პროკურორ თამარ იაკობიძის ინფორმაციით, 2 მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა წარადგინეს, დანარჩენი 6-ის საქმეზე კი დასკვნითი სიტყვები მოისმინეს. სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
"ორთან მიმართებით, წარვადგინეთ საპროცესო შეთანხმება, ხოლო დანარჩენ ექვს მსჯავრდებულთან მიმართებით სასამართლოს წარვუდგინეთ დასკვნითი სიტყვა. სასამართლომ მოისმინა, როგორც საპროცესო შუამდგომლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე დასკვნითი სიტყვები და საქმის განხილვა გადაიდო - ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს როგორც საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ასევე არსებითად მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით, სადაც დაცვის მხარე არის აპელანტი", - აცხადებს პროკურორი, თამარ იაკობიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაციტატები სტატიიდან
„დღეს განვიხილეთ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი, მივიღეთ ის პირობები, რომელიც შემოგვთავაზა ბრალდების მხარემ, რაც გულისხმობს წელიწადი და ერთი თვე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდას და ორ წელ პირობითს. ჩვენ დაგვიმტკიცდა აღნიშნული საპროცესო შეთანხმება და ნანა სანდერი პენიტენციურ დაწესებულებას პარასკევ დღეს უკვე დატოვებს“
„პროკურატურას მივმართეთ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით, შესაბამისად, შევთანხმდით აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაბამისი პირობებით იქნა დღეს წარმოდგენილი შუამდგომლობა. ბატონი ზურა [ზურაბ ჭავჭანიძე] თანახმაა, აღნიშნული პირობებით გაფორმდეს და სასამართლო ხვალ 12:00 საათზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“
„დღეს სახელმწიფო ბრალდებასა და ნანა სანდერს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მას განესაზღვრა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით“
„ორთან მიმართებით, წარვადგინეთ საპროცესო შეთანხმება, ხოლო დანარჩენ ექვს მსჯავრდებულთან მიმართებით სასამართლოს წარვუდგინეთ დასკვნითი სიტყვა. სასამართლომ მოისმინა, როგორც საპროცესო შუამდგომლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე დასკვნითი სიტყვები და საქმის განხილვა გადაიდო - ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს როგორც საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ასევე არსებითად მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით, სადაც დაცვის მხარე არის აპელანტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…