პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილონ, რადგან ომის დროს ჯარისკაცებისთვის ხმის მიცემის უფლების არმიცემა უსამართლო იქნებოდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს
ალია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში უმაღლესმა რადამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

„ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის დროს ჯარისკაცის პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჯარისკაცები სიცოცხლეს რისკავენ. არჩევნების დაშვება, მაგრამ ჯარისკაცებისთვის ხმის მიცემის უფლების არ მიცემა, უსამართლოა. ეს 100%-ით უსამართლოა. შესაძლოა განვიხილოთ ონლაინ არჩევნები. შეგვიძლია ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხზეც დავფიქრდეთ. შესაძლოა, ეს რეალურად განხორციელდეს, თუმცა ამისთვის პარლამენტმა გამოსავალი უნდა მოძებნოს და გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სწორედ ჯარისკაცებმა შეინარჩუნეს და აგრძელებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვას და, შესაბამისად, მათი ძირითადი უფლების უზრუნველყოფა, აირჩიონ სახელმწიფოს მეთაური, სამართლიანი საარჩევნო პროცესის ფუნდამენტური პირობაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხი შეიძლება განვიხილოთ - არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ, უსამართლოა
  2. UNIAN · Telegramნეიტრალური„შეგვიძლია განვიხილოთ ონლაინარჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მოძებნოს“, — ზელენსკი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს
  4. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: უკრაინაში არჩევნები შესაძლოა ზამთარში ჩატარდეს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები