ზელენსკი: ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხი შეიძლება განვიხილოთ - არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ, უსამართლოა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხი შესაძლოა განიხილონ, თუმცა ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების მონაწილეობის გარეშე საარჩევნო პროცესის გამართვა „ასი პროცენტით უსამართლოა“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხი შესაძლოა განიხილონ, თუმცა ამისათვის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იპოვოს.
მისი თქმით, სამხედროები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საარჩევნო პროცესის გამართვას, რადგან მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა არ აქვთ.
„მილიონობით ადამიანი თხრილებშია და ტექნიკურად ჩვენ მათთვის კენჭისყრის ორგანიზება არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, არჩევნების ჩატარება იმ დროს, როდესაც ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს მონაწილეობა არ შეუძლიათ, უსამართლოა.
„არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ, უსამართლოა. ეს ასი პროცენტით უსამართლოა“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მილიონობით ადამიანი თხრილებშია და ტექნიკურად ჩვენ მათთვის კენჭისყრის ორგანიზება არ შეგვიძლია“
„არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ, უსამართლოა. ეს ასი პროცენტით უსამართლოა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…