ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს, რათა ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდოთ, თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში უმაღლესმა რადამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
„ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ ომის დროს ჯარისკაცის პროფესია ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჯარისკაცები სიცოცხლეს რისკავენ. არჩევნების დაშვება, მაგრამ ჯარისკაცებისთვის ხმის მიცემის უფლების არ მიცემა, უსამართლოა. ეს 100%-ით უსამართლოა. შესაძლოა განვიხილოთ ონლაინ არჩევნები. შეგვიძლია ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხზეც დავფიქრდეთ. შესაძლოა, ეს რეალურად განხორციელდეს, თუმცა ამისთვის პარლამენტმა გამოსავალი უნდა მოძებნოს და გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ზელენსკიმ გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სწორედ ჯარისკაცებმა შეინარჩუნეს და აგრძელებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვას და, შესაბამისად, მათი ძირითადი უფლების უზრუნველყოფა, აირჩიონ სახელმწიფოს მეთაური, სამართლიანი საარჩევნო პროცესის ფუნდამენტური პირობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაზელენსკი: ონლაინ არჩევნების ჩატარების საკითხი შეიძლება განვიხილოთ - არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც ჯარისკაცებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ, უსამართლოა
„შეგვიძლია განვიხილოთ ონლაინარჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მოძებნოს“, — ზელენსკი
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, ონლაინ არჩევნების ჩატარება განიხილოს
ზელენსკი: უკრაინაში არჩევნები შესაძლოა ზამთარში ჩატარდეს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…