აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დილან ჯონსონმა The Independent-ის ინფორმაცია, თითქოს მარკო რუბიო 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგომისთვის ემზადება, სრულ სიცრუედ და გამოგონილ წყაროებზე დაფუძნებულ ყალბ ამბად შეაფასა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დილან ჯონსონმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გადადგომისთვის ემზადება.
გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს.
ჯონსონი ამ ინფორმაციის გავრცელებაში The Independent-ის კორესპონდენტს ენდრიუ ფაინბერგს ადანაშაულებს.
„ეს სრულიად უსაფუძვლო ყალბი ამბავია, რომელიც გამოგონილ, ანონიმურ „წყაროებს“ ეყრდნობა. გასაკვირი არ არის, რომ ამ შეთხზულ სიცრუეს ენდრიუ ფაინბერგი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებაში მუშაობდა.
მოუთმენლად ველით, რომ მომდევნო კვირებში ამ „პუბლიკაციას“ კვლავ დავუბრუნდებით და The Independent-ის მორიგი სამარცხვინო თვითმიზნის აღნიშვნას შევძლებთ“, - დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს
- Indenpendent: შეიძლება მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას განიხილავდეს
მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent
ციტატები სტატიიდან
„ეს სრულიად უსაფუძვლო ყალბი ამბავია, რომელიც გამოგონილ, ანონიმურ „წყაროებს“ ეყრდნობა. გასაკვირი არ არის, რომ ამ შეთხზულ სიცრუეს ენდრიუ ფაინბერგი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებაში მუშაობდა. მოუთმენლად ველით, რომ მომდევნო კვირებში ამ „პუბლიკაციას“ კვლავ დავუბრუნდებით და The Independent-ის მორიგი სამარცხვინო თვითმიზნის აღნიშვნას შევძლებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…