პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

The Independent-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, მათ შორის ირანთან ომს, გაემიჯნოს.

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent
BM.GE

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს – ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

გამოცემის წყაროებით თქმით, რუბიომ თანამდებობის დატოვების შესახებ თეთრის სახლის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო, შესაძლოა, შეეცადოს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან, კერძოდ, ირანთან ომისგან, დისტანცირებას, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების პოტენციური კანდიდატის.

„რუბიოს გადადგომა და ადმინისტრაციის დატოვება სრულიად ლოგიკურია. რუბიო ამჟამად რესპუბლიკელების წამყვანი კანდიდატია. ის აშკარად უსწრებს ვენსს. თუმცა ვიდრე სახელმწიფო მდივანია, მას არ შეუძლია კენჭისყრა და ადმინისტრაციასთან ნებისმიერი კავშირი მხოლოდ მის პერსპექტივებს დააზარალებს“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას.

იქამდე კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია. ვენსის ეს განცხადება ექსპერტთან ნაწილმა აღიქვა, როგორც მცდელობა ტრამპისგან დისტანცირდეს და 2028 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედურ არჩევნებში დამარცხდა. არჩევნებში მისმა ოპონენტმა დემოკრატებმა გაიმარჯვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობობრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს
  2. NEWS.GEIndenpendent: შეიძლება მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას განიხილავდეს
  3. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუბიოს გადადგომა და ადმინისტრაციის დატოვება სრულიად ლოგიკურია. რუბიო ამჟამად რესპუბლიკელების წამყვანი კანდიდატია. ის აშკარად უსწრებს ვენსს. თუმცა ვიდრე სახელმწიფო მდივანია, მას არ შეუძლია კენჭისყრა და ადმინისტრაციასთან ნებისმიერი კავშირი მხოლოდ მის პერსპექტივებს დააზარალებს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები