მარკო რუბიო - მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, თანაც, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, ის სამსახურს დატოვებსო, მე კი ვეკითხები: „რომელს?“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარყო ცნობები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვების შესახებ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის გუნდში ვადის ამოწურვამდე მუშაობას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს და უარი თქვა თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
The New York Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდში მისი ვადის ამოწურვამდე მუშაობა ყოველთვის მის გეგმებში შედიოდა.
გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს ის თანამდებობის დატოვებას განიხილავს, რუბიომ აღნიშნა: „გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“.
„მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, თანაც, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, ის სამსახურს დატოვებსო. მე კი ვეკითხები: „რომელს?“ - განაცხადა რუბიომ.
რუბიომ, რომელიც ასევე დონალდ ტრამპის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, არ უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„2028 წელზე, უბრალოდ, აღარ ვისაუბრებ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „დიდ პატივისცემას იმსახურებს“ იმ ნაბიჯების გადადგმისთვის, რომლებიც, მისი აზრით, აუცილებელი იყო მაშინაც კი, თუ ისინი ამომრჩევლებში პოპულარული არ გახლდათ.
„საბოლოო ჯამში, ლიდერობის ფასი სწორედ ეს არის - მზადყოფნა, გააკეთო ისეთი რამ, რაც, შესაძლოა, პოლიტიკურად პოპულარული ან ხელსაყრელი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია შენი ქვეყნისა და მისი გრძელვადიანი მომავლისთვის“, - განაცხადა რუბიომ.
ციტატები სტატიიდან
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
„2028 წელზე, უბრალოდ, აღარ ვისაუბრებ“
„საბოლოო ჯამში, ლიდერობის ფასი სწორედ ეს არის - მზადყოფნა, გააკეთო ისეთი რამ, რაც, შესაძლოა, პოლიტიკურად პოპულარული ან ხელსაყრელი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია შენი ქვეყნისა და მისი გრძელვადიანი მომავლისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…