ბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს
The Independent-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება 2028 წლის არჩევნებში კენჭისყრის მიზნით, რასაც თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი სრულიად უსაფუძვლოს უწოდებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.
ვაშინგტონსა და დიდ ბრიტანეთში არსებული წყაროები რუბიოს შესაძლო გადადგომას შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხს უკავშირებენ, რომლის შედეგადაც პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე.
ინსაიდერების განცხადებით, მარკო რუბიოს სურს დისტანცირდეს ადმინისტრაციის სკანდალური პოლიტიკისგან, მათ შორის ირანის ომისგან, რათა 2028 წლის შიდაპარტიულ მარათონში მთავარ კონკურენტთან - ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან შანსები გაიუმჯობესოს.
გავრცელებული ცნობებით, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე - რაც ენერგომატარებლების გაზრდილ ფასებს, საგარეო პოლიტიკასა და „დემოკრატების“ მიერ დაანონსებულ შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურებს უკავშირდება - ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა კაბინეტის ხუთამდე წევრმა დატოვოს.
თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა გავრცელებული ინფორმაცია მკაცრად უარყვეს და მარკო რუბიოს მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ცნობებს „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…