პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად

თბილისის მერია

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებზე მუქარასა და ბულინგზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს, ხოლო გადათხრილი სამარხები შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის. მერია სამართალდამცავებს საქმის შესწავლისა და სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
POSTV

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

„გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ. რამდენიმე დღეა არ ცხრება მუქარის შემცველი მოწოდებები და ბულინგი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მისამართით, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიან მოვალეობას და ემსახურებიან დედაქალაქს.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ მონიტორინგის წარმომადგენელთა ფოტოებს, უწოდებენ მათ მკვლელებს, მწამებლებს, ცხოველთა ცოცხლად დამმარხველებს და ემუქრებიან, არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. ე.წ. ცხოველთა დამცველები, რომელთაც არც ცხოველების და მით უმეტეს არც მოქალაქეების უფლებების დაცვასთან რეალურად არაფერი აკავშირებთ, დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით.

გახსოვთ ალბათ, ცხოველთა გადათხრილი სამარხები, ამოყრილი ლეში, ცხოველთა თავშესაფარში შეჭრის მცდელობები და ახლა უკვე პირდაპირი მუქარა იმ ადამიანების ოჯახების მისამართით, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ. ეს არის ხელის შეშლა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, ადამიანთა პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობა.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“ და განკუთვნილია სწორედ ცხოველთა ლეშის დასამარხად. ცხოველთა დამარხვა ხდება ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში, როგორც ბუნებრივი სიკვდილით, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დახოცილი პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების. დღისით ხდება მათი შეკრება და ღამის საათებში დამარხვა.

ყველა პროცედურა არის საჯარო და დევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვებგვერდზე. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად. რაც შეეხება ე.წ. სქრინს, რომელსაც საგულდაგულოდ ავრცელებენ იმის დასტურად, თითქოს სააგენტო ნამდვილად ხოცავს ცხოველებს, არის მორიგი ტყუილი და ცილისწამება. ერთადერთი, რის შემცირებასაც მონიტორინგი მუდმივად ახორციელებს, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციაა და იგი ხორციელდება სტერილიზაციის გზით. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მერია: არანაირ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართ არ აქვს და არც ექნება ადგილი. სამარხები, რომელთა უკანონოდ გადათხრა და ლეშის ამოყრა მოხდა, ეკუთვნის შპს „ჰერმესს“. აღნიშნულ სამარხებში იმ ცხოველთა ლეშიცაა, რომლებიც იმავე ე.წ. ცხოველთა დამცველებმა გორის თავშესაფრიდან წამოიყვანეს, ნაწილი დაიხოცა და შემდეგ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართეს დასამარხად
  2. რუსთავი 2სამთავრობოცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების წინააღმდეგ მუქარა მიმდინარეობს, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება - თბილისის მერია
  3. ფორმულაოპოზიციური„ცხოველთა დამცველებს პასუხისგება მოუწევთ“ – „ოცნების“ მერია სამართალდამცველებს მიმართავს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
  5. TV პირველიოპოზიციურისამარხების სკანდალი - მერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
  6. ალიაოპოზიციური“ვმარხავთ ღამით, რადგან დღისით არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში…” – თბილისის მერია
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმერია ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ცხოველთა სამარხების გახსნა უკანონოა” – მერიის განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები