პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთში ქართული პროდუქტები, შესაძლოა, ციფრული პლატფორმა Meituan-ის საშუალებით გავიდეს |სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

ქართული პროდუქტები, შესაძლოა, ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Meituan-ზე გავიდეს, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ მაო ფანგთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩინეთში ქართული პროდუქტები, შესაძლოა, ციფრული პლატფორმა Meituan-ის საშუალებით გავიდეს |სამინისტრო
BM.GE

ჩინეთში ქართული პროდუქტები, შესაძლოა, ელექტრონული კომერციის პლატფორმა Meituan-ის საშუალებით გავიდეს - ამაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტთან მაო ფანგთან შეხვედრისას ისაუბრა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები, "რაც დამატებითი სავაჭრო არხების შექმნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ უწყებაში და წერენ, რომ ამ მიმართულებით პოტენციურ პროდუქტებს შორის ქართული ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, წვენები და საკონსერვო პროდუქცია დასახელდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის. "განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით", - აღნიშნულია პრესრელიზში.

შეხვედრა ვიცე- პრემიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

Meituan ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმაა. კომპანიის წლიური ბრუნვა 51 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მომხმარებლებს საკვების მიწოდების, ელექტრონული კომერციის, ტურიზმისა და სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურების სერვისებს სთავაზობს. კომპანიის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ჩინეთის ჰონკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და ბრაზილიაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა ჩინური ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები განიხილა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები