პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, სადაც ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ელექტრონული კომერციით გაყიდვის საკითხი განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს Meituan-ის ელექტრონული კომერციული პლატფორმის მეშვეობით ქართული პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობები, რაც დამატებითი სავაჭრო არხების შექმნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით პოტენციურ პროდუქტებს შორის დასახელდა ქართული ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, წვენები და საკონსერვო პროდუქცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

Meituan ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმაა. კომპანიის წლიური ბრუნვა 51 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის მომხმარებლებს საკვების მიწოდების, ელექტრონული კომერციის, ტურიზმისა და სხვადასხვა ადგილობრივი მომსახურების სერვისებს სთავაზობს. კომპანიის მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და ბრაზილიაში.

შეხვედრა ვიცე-პრემიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული პლატფორმის, Meituan-ის ვიცე-პრეზიდენტს მაო ფანგს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები