პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

41 წლის კრიშტიანო რონალდომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტეიერომ და ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
სპორტალი

"ალ-ნასრის" ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 41 წლის კრიშტიანო რონალდომ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

მისი ნაკრებიდან წასვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლუის მონტეიერო და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურნენ.

"კრიშტიანო, გმადლობ! ის, რაც შენ მოედანზე პორტუგალიის ნაკრებისთვის გააკეთე, სამუდამოდ დარჩება! ვიცი, ახლა პორტუგალიის წარდგენას მსოფლიოს წინაშე მოედნის მიღმაც განაგრძობ", - დაწერა მონტეირომ.

"პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია უდიდეს და მუდმივ მადლიერებას გამოხატავს თავისი მარადიული კაპიტნის, კრიშტიანო რონალდოს მიმართ. ფედერაცია დიდი მადლიერებითა და აღტაცებით უხდის მადლობას კრიშტიანო რონალდოს ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული, მართლაც გამორჩეული კარიერისთვის.

მისი თავდადება და მემკვიდრეობა საფეხბურთო მოედნის საზღვრებს სცდება. მან აამაღლა პორტუგალიის სახელი და ახალგაზრდა თაობებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ისინი ოცნებობენ კრიშტიანოს კვალს გაყვნენ და რონალდოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ თვლიან.

ჩვენი მტკიცე სურვილია, დავგეგმოთ და აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ისეთი ღონისძიების ორგანიზებაში, რომელიც კრიშტიანო რონალდოს გამორჩეულ კარიერას შეეფერება. ეს გულშემატკივრებისა და მთელი ქვეყნისთვის შესაძლებლობა იქნება, კიდევ ერთხელ ტაშით და პატივისცემით მიაგონ პატივი მოთამაშეს, რომელმაც ჩვენთვის ამდენი რამ გააკეთა" , - ეს კი უკვე ფედერაციის განცხადებაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები