ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ

O Jogo-ს ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა და 30-დღიანი დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, ეროვნულ გუნდში დააბრუნებენ.

სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენსპორტალი

O Jogo-ს ცნობით, ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის პორტუგალიის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა და სავარაუდოდ, ეროვნულ გუნდშიც დააბრუნებენ.

სექტემბერში, ნორვეგიასთან გამართულ შეხვედრაში მოედანზე არ გასვლის შემდეგ, "ალ-ნასრის" თავდამსხმელმა ეროვნული ნაკრების ბაზა თვითნებურად დატოვა. მოგვიანებით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელი 30-დღიანი დისკვალიფიკაციითა და 255 ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯა.

დისკვალიფიკაციის ვადა 30 ოქტომბერს იწურება, შესაბამისად, ეს ხელს არ შეუშლის მოთამაშის ნაკრებში გამოძახებას.

ნოემბერში პორტუგალია ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 14 ნოემბერს გუნდი დანიას დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს - უელსს. საბოლოო შემადგენლობა, სავარაუდოდ, 6 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები