პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ბრიუსელს დემარშს უანონსებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველო ბრიუსელში დაგეგმილ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე მაღალი დონის ფორმით არ იქნება მიწვეული, ქართული მხარე შეხვედრას არ დაესწრება.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელს დემარშს უანონსებს
TV პირველი

აპირებს თუ არა ქართული მხარე უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც, ევროსკოპის ინფორმაციით, სხვა ქვეყნებთან შედარებით ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელს დემარშს უანონსებს და ამბობს, რომ “თუ მაღალი დონის ფორმით არ იქნებიან მიწვეულები, რა თქმა უნდა არ მივლენ“.

თუ მაღალი დონის ფორმით არ იქნება მიწვეული საქართველო რაიმე ღონისძებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არ მივალთ, ეს ლოგიკური და ღირსეული პასუხი იქნება ნებისმიერ განსხვავებულ მიდგომაზე, - განაცხადა კობახიძემ.

ევროსკოპის ინფორმაციით, 16 ნოემბერს ბრიუსელში უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მეორე მინისტერიალი გაიმართება, სადაც საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ისევ დაბალ დონეზე არის მიწვეული.

შეხვედრის მთავარი თემები იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება, საზღვაო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა, ასევე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.

მინისტერიალის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია შუა დერეფანს, რომელიც ევროპას სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

საქართველო პირველ შეხვედრას არ დასწრებია, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა. ქართული მხარე მინისტრების დონეზე მიწვეული არც მაშინ ყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიღირსეული ფორმით თუ არ მიგვიწვევენ რაიმე ღონისძიებაზე, არ მივალთ – კობახიძე მინისტერიალზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ მაღალი დონის ფორმით არ იქნებიან მიწვეულები, რა თქმა უნდა არ მივლენ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება, გვინდა, ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები