პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა უნდა ბრიუსელში ზოგიერთ ბიუროკრატს, სასამართლოზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა და მოსამართლეები დაგვინიშნოს რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ბიუროკრატიას საქართველოს სასამართლოზე პირდაპირი გავლენის მცდელობაში ადანაშაულებს და ელჩ პაველ ჰერჩინსკისგან მოითხოვს მკაფიოდ თქვას, გმობს თუ არა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას.

შალვა პაპუაშვილი – კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა უნდა ბრიუსელში ზოგიერთ ბიუროკრატს, სასამართლოზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა და მოსამართლეები დაგვინიშნოს რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა
პირველი არხი

დღეს მე პაველ ჰერჩინსკის ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ, თქვას პირდაპირ და მკაფიოდ, გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, მართლმსაჯულების სისტემის შესახებ არსებულ ჩანაწერზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ზოგიერთ ბიუროკრატს სურს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენა.

„რაც შეეხება სასამართლოებს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ქართველი ხალხის ნების მიხედვით, პროცედურებით, არამედ დანიშნონ უცხოელებმა. ანუ, რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. რისთვის უნდათ ეს? იმისთვის უნდათ ეს, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს. იმიტომ, რომ, როგორც კი ჩავარდება ბრიუსელის ხელში საქართველოს მართლმსაჯულება, არცერთ მოძალადეს ისინი არ გაასამართლებენ და ყველა მოძალადეს გაამართლებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან უხეში სიმართლე, რომელსაც ვხედავთ.

„ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ​ნოტაციები გვიკითხოს​ ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმმართებელმა, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას, რატომ არ გმობს დღემდე ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი და ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ, როდესაც ის მანამდე ლამის თვეში რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს, და ამითი ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა – მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა და მისი დაუდევრობა ამ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა. ამიტომ დღეს მე პირადად მისი ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ: გავიდა 13 თვე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმიდან. თქვას პირდაპირ და მკაფიოდ: გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადეების მხარდამჭერ ბიუროკრატიასთან, რომელთანაც მანამდე, ვიდრე ამ რიტორიკას არ შეიცვლიან, ძნელია, რამე გვქონდეს სალაპარაკო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში, უნდათ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა, რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ბრიუსელს სურს, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეს პირდაპირი გავლენა – როდესაც ბრიუსელის ხელში ჩავარდება ქართული მართლმსაჯულება, ისინი არცერთ მოძალადეს არ გაასამართლებენ”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება სასამართლოებს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ქართველი ხალხის ნების მიხედვით, პროცედურებით, არამედ დანიშნონ უცხოელებმა. ანუ, რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. რისთვის უნდათ ეს? იმისთვის უნდათ ეს, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს. იმიტომ, რომ, როგორც კი ჩავარდება ბრიუსელის ხელში საქართველოს მართლმსაჯულება, არცერთ მოძალადეს ისინი არ გაასამართლებენ და ყველა მოძალადეს გაამართლებენ“
შალვა პაპუაშვილი
„ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ნოტაციები გვიკითხოს ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმმართებელმა, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას, რატომ არ გმობს დღემდე ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი და ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ, როდესაც ის მანამდე ლამის თვეში რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს, და ამითი ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა – მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა და მისი დაუდევრობა ამ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა. ამიტომ დღეს მე პირადად მისი ბრიფინგიდან მაინტერესებს ერთადერთი რამ: გავიდა 13 თვე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმიდან. თქვას პირდაპირ და მკაფიოდ: გმობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია საუბარი იმაზე, რა შეფასებები აქვს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადეების მხარდამჭერ ბიუროკრატიასთან, რომელთანაც მანამდე, ვიდრე ამ რიტორიკას არ შეიცვლიან, ძნელია, რამე გვქონდეს სალაპარაკო“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები