პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! - ვერ გვეუბნებიან გვარებს, ვინ უნდა გავათავისუფლოთ!

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში საპირისპირო აზრის ან ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ ზის და ევროკავშირის წარმომადგენლები პატიმართა გვარებს იმიტომ ვერ ასახელებენ, რომ ძალადობისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წამხალისებლებად არ გამოჩნდნენ.

ირაკლი კობახიძე - ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! - ვერ გვეუბნებიან გვარებს, ვინ უნდა გავათავისუფლოთ!
ინტერპრესნიუსი

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება - ასევე, დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად გააკეთა.

კობახიძემ დღეს ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ კონკრეტულ პატიმართა გვარებს, თუ ვინ შეიძლება გათავისუფლდეს, რადგან ამით “ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობისა და “მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წამხალისებლებად“.

“ტროტუარზე დგომის გამო არავინ მიდის ციხეში! როდესაც საუბარია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე, ეს ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება და ადმინისტრაციულ სანქციას ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს.

ვინ მიგვითითებს პატიმრების რაოდენობის გაზრდაზე? ჩვენ წელიწადნახევრის განმავლობაში მოგვიწია დაახლოებით 3 000 ადამიანის დაპატიმრება, ვინც პირდაპირ ნარკოტიკების რეალიზაციაში იყო ჩართული. თუ თქვენი პოზიციაა, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ, კი ბატონო - ამის თაობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ამას დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არა აქვს!

ვინ ზის ციხეში საპირისპირო აზრისთვის? - დამისახელეთ ერთი ადამიანი! სავალი გზის ბლოკირებისთვის არის ფინანსური ჯარიმა და შემდეგ მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც როგორც წესი, ორი კვირით შემოიფარგლება ხოლმე ანუ ეს არ ეხება ციხეებში ადამიანების მოთავსებას.

სხვა რომელი პატიმარი უნდა გავათავისუფლოთ? – “მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი უნდა გავათავისუფლოთ თუ პოლიციის შეურაცხმყოფელი ადამიანი?! ვერ გვეუბნებიან გვარებს თუ ვინ უნდა გავათავისუფლოთ! გვარებს ვერ გვეუბნებიან, რადგან სათქმელი არა აქვთ! მაშინ გამოვა, რომ ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წამხალისებლებად, რაც არ უნდათ. უნდათ ზეპირი ფრაზებით ისაუბრონ, რაც ასე არ გამოვა! კეთილი ინებონ და გვარებით წარმოადგინონ, თუ ვისი გათავისუფლება სურთ!

ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და წარიმართოს საზოგადოების თვალწინ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე: რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი გავათავისუფლოთ. გვარებს ვერ გვეუბნებიან, გამოვა, რომ ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალისებლებად
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსროლელი უნდა გავათავისუფლოთ თუ პოლიციის შეურაცხმყოფელი ადამიანი?! ვერ გვეუბნებიან გვარებს თუ ვინ უნდა გავათავისუფლოთ! გვარებს ვერ გვეუბნებიან, რადგან სათქმელი არა აქვთ! მაშინ გამოვა, რომ ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წამხალისებლებად, რაც არ უნდათ. უნდათ ზეპირი ფრაზებით ისაუბრონ, რაც ასე არ გამოვა! კეთილი ინებონ და გვარებით წარმოადგინონ, თუ ვისი გათავისუფლება სურთ! ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე და წარიმართოს საზოგადოების თვალწინ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი მზად არ არიან გვესაუბრონ, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები