პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება უკრაინის მხარდაჭერას...

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში დემოკრატების გამარჯვება და დახმარების გაძლიერება პუტინზე გავლენას მოახდენს. პარალელურად, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, 10 ნოემბერს აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების განახლება დაიგეგმა.

ზელენსკის იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება უკრაინის მხარდაჭერას...
რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზლენსკიმ გერმანულ ტელეკომპანია ZDF-ს განუცხადა, რომ უკრაინას აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამისთვის რესპუბლიკელების მადლიერიცაა, მაგრამ დემოკრატებს უკრაინის დახმარების საკითხში გაცილებით მკაფიო პოზიცია აქვთ და ისინი საუბრობენ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ბოლო წლებში შესუსტებული კავშირების აღდგენაზეც, რომლის გარეშე პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება.

აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი დაკარგეს.

დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 218 ადგილზე მეტი. დემოკრატები უმრავლესობაში იქნებიან სენატშიც და 51 წევრზე მეტი ეყოლებათ.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ის კონგრესი ისევ გადაწყვეტს უკრაინისთვის ძლიერი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევას, როგორც დღეს ამას ევროპა აკეთებს, ეს იქნება დადებითი ფაქტორი პუტინზე გავლენისთვის და ის დაფიქრდება, ღირს თუ არა ომის გაგრძელება, როცა უკრაინის მხარდაჭერა იზრდება.

აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის მეორე ვადის პირველი ორი წლის განმავლობაში კონგრესზე კონტროლიც რესპუბლიკელებს ჰქონდათ, შეცვალა უკრაინის მასშტაბური დახმარების მიზნით წინამორბედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული პოლიტიკა და ეს დახმარება მნიშვნელოვნად შეამცირა.

ზელენსკი ესაუბრა ტრამპის წარმომადგენლებს

10 ნოემბერს აშშ-ის შუამავლობით უნდა განახლდეს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება.

სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა 4 ნოემბერს.

საუბრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საათ-ნახევრიანი საუბარი ძალიან დეტალური იყო და ემზადებიან სამმხრივი შეხვედრისთვის. მას 4-5 ნოემბერს წინ უძღვის შეხვედრები ბრიუსელში, სადაც უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნატოს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებს.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტის დავალებით მუშაობენ ყველა მხარესთან, რათა იპოვონ გზები მდგრადი მშვდობისთვის და კონცენტრირებული არიან არა მხოლოდ ამ საშინელი ომის დასრულებაზე, არამედ უსაფრთხოების გაცილებით ფართო არქიტექტურაზე, რაც აუცილებელია იმისთვის, საბრძოლო მოქმედებები აღარასდროს განახლდეს.

უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.

იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

2026 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.

ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები