პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილა

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან აბუ-დაბიში დაგეგმილი აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები და უკრაინისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვა განიხილა.

ზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილა
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბრის მთავარი თემა აბუ-დაბიში დაგეგმილი აშშ-უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები იყო, რომელიც 10-11 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

„სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან საათ-ნახევრის განმავლობაში ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ. ვემზადებით უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის გუნდების დონეზე სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება, დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

ზელენსკის განცხადებით, ბრიუსელში ასევე გაიმართა შინაარსიანი შეხვედრა უკრაინის, ამერიკული, ევროკავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნატოს, მსოფლიო ბანკისა და გლობალური ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე ომის შემდგომი აღდგენის საკითხები განიხილეს. დღეს ბრიუსელში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება.

„მოლაპარაკებების ტემპი მაქსიმალურად ინტენსიური უნდა იყოს, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უკრაინა მზად არის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი ამერიკულ მხარეს უკვე წარვუდგინეთ. მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. საჭიროა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები, რათა რუსული დარტყმებისგან ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის უკრაინის დამოუკიდებლობის, უკრაინელი ხალხისა და დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ნამდვილად მტკიცე და ურყევი უნდა იყოს. ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ!“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრა და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოლაპარაკებების ტემპი მაქსიმალურად ინტენსიური უნდა იყოს, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უკრაინა მზად არის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენი წინადადებები მკაფიოა და ისინი ამერიკულ მხარეს უკვე წარვუდგინეთ. მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. საჭიროა Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები, რათა რუსული დარტყმებისგან ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ“
„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ნამდვილად მტკიცე და ურყევი უნდა იყოს. ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ!“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები ადუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები