აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 10 ნოემბერს უნდა განახლდეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის განცხადებით, აშშ-უკრაინა-რუსეთის სამუშაო დონის მოლაპარაკებები განახლდება, სადაც მხარეები ომის შემდგომ უსაფრთხოებასა და დეესკალაციას განიხილავენ.

უიტკოფმა 3 ნოემბერს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სამუშაო დონეზე მოლაპარაკებების დროს განიხილება ომის შემდგომი უსაფრთხოების ზომები, დეესკალაცია, ჰუმანიტარული ძალისხმევა და შემდგომი ნაბიჯები მშვიდობისკენ გზაზე.
მანამდე, ამ კვირაში აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ეკონომიკური შესაძლებლობები უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად.
უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
2026 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში აბუ-დაბიში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასტივ უიტკოფი - უკრაინა და რუსეთი აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს გამართავენ
სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები ადუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება
სტივ უიტკოფი – უკრაინა და რუსეთი აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს გამართავენ
სტივ უიტკოფის ინფორმაციით, 10-11 ნოემბერს, აშშ-ის შუამავლობით, აბუ დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონის მოლაპარაკებები გაიმართება
ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება
აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…