ტრამპი: „ძალიან მალე" შეხვედრა იქნება პუტინსა და ზელენსკისთან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან მალე“ შეხვედრა გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 27 ოქტომბერს უთხრა. შეკითხვას, ვისთან იქნება შეხვედრა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. სხვა დეტალები ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა 20 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.
უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიატრამპი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა „ძალიან მალე“ დაიგეგმება
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მალე მოეწყობა
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მალე მოეწყობა
ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან მალე დაინიშნება შეხვედრა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - დონალდ ტრამპი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…