პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: “2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი. ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს”

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2004-2012 წლების „ავტორიტარული რეჟიმის“ ავტორების მიერ დაფუძნებული პარტიების აკრძალვას ეხება. პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლო სარჩელს ლეგიტიმურად განიხილავს და ყველამ პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას.

ირაკლი კობახიძე: “2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი. ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს”
POSTV

„დამეთანხმებით, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი. ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს შეეხებოდა.

„არის საკონსტიტუციო სასამართლო. მას ჰყავს შემადგენლობა. ეს შემადგენლობა ლეგიტიმურად განიხილავს ამ საკითხებს. დანარჩენი, მე კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს ამ სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ – მის გადაწყვეტილებას.

იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, ამ რეჟიმს ჰყავდა ავტორები და აქ საქმე ეხება ამ რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას. მაშინდელი სისტემის მონაწილე იყო ათიათასობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ ამ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი. ეს არის მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პარტიები არ აღიარებენ კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები