პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ორმა ევროპელმა ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე, მათ შორის პარტიების აკრძალვაზე, ანგარიში მოითხოვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ქმედება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

ირაკლი კობახიძე - 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ
ინტერპრესნიუსი

2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში აკრძალულია, რადგან ეს არის სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ვენის კონვენციისა და სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა.

“კონკრეტულად 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ. ეს ყველა ქვეყანაში აკრძალულია, სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა, ვენის კონვენციისა და სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით, საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც ასევე სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, საქართველოში სამართლის უზენაესობას პატივი სცენ.

ბოლო პერიოდში, ინფორმაცია პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს. მანამდეც სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც ანალოგიური პროცესები იყო, რაც არასწორია. სამართლის უზენაესობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და სამართლის უზენაესობას ჩვენთანაც პატივი უნდა სცენ“, - განაცხადა კობახიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც კონსტიტუციის სიმტკიცისა და უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი, ამისთვის თითოეულ მოსამართლეს უდიდესი მადლობა ეკუთვნის
  3. BM.GEოპოზიციური„ავტორიტარიზმის მემკვიდრეობა და უცხოური ჩარევები“ - რა თქვა ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე?
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს, ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს
  5. POSTVსამთავრობოპრემიერი: “გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის”
  6. TV პირველიოპოზიციურიკობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონკრეტულად 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ. ეს ყველა ქვეყანაში აკრძალულია, სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა, ვენის კონვენციისა და სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით, საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც ასევე სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, საქართველოში სამართლის უზენაესობას პატივი სცენ. ბოლო პერიოდში, ინფორმაცია პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს. მანამდეც სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც ანალოგიური პროცესები იყო, რაც არასწორია. სამართლის უზენაესობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და სამართლის უზენაესობას ჩვენთანაც პატივი უნდა სცენ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები